უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის გამართვამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღეს სასტუმრო შერატონში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ჩვენი გუნდის ფრანგმა დამრიგებელმა შვედეთთან გამართულ მატჩზე და ასევე უზბეკეთის ნაკრებზე ისაუბრა. ვილი სანიოლის სიტყვებს 1TV.GE ციტირებს:
„სტანდარტულების გამოყენებაზე რა შემიძლია ვთქვა. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, სტანდარტულ ვითარებაზე ვიმუშაოთ, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. სამწუხაროდ, ამას ხშირად ვერ ვახერხებთ, მაგრამ პირველი გოლი შვედეთთან ოქრიაშვილის დამსახურებაა. ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ბევრი ვიმუშავეთ.
რა იყო გადამწყვეტი კვარაცხელიას გოლები გარდა? რა თქმა უნდა, ხვიჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ახალგაზრდებს 100 პროცენტით დახარჯვა უჭირთ, მაგრამ ის ამას ახერხებს და ვარჯიშებზე სულ პოზიტიურია. შვედეთთან შეხვედრა კარგად ბევრმა ფეხბურთელმა ჩაატარა.
მთავარია, რომ ბოლო ორ შეხვედრაში გუნდური ფეხბურთი ვაჩვენეთ, სათამაშო დისციპლინა დავიცავით და გამარჯვება ამის ხარჯზე მოვიპოვეთ. მიხარია, რომ გუნდმა დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად ითამაშა – ოქრიაშვილმა, კვეკვესკირმა, გვილიამ დაცვაში კარგად იმუშავეს. ვფიქრობ, შვედეთთან ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ მეტოქე გავაოცეთ და მე კმაყოფილი ვარ.
სტაბილურობის შენარჩუნება იოლი არაა, რადგან ყოველთვის შეიძლება ტრავმირებულები გვყავდეს. ბოლო შეხვედრაში შვედეთთან გამოჩნდა, რომ მოთამაშეებმა იციან, მოედანზე რა უნდა გააკეთონ. რაც შეეხება უზბეკეთთან წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრას, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ იქნება და შევეცდებით, რომ წელი კარგად დავასრულოთ.
ჩაკვეტაძე იქნება თუ არა უთამაშებლობით ნაწყენი? მარტიდან ვარ ნაკრებში და ვცდილობ, ნებისმიერ საკითხში სამართლიანი დს ობიექტური ვიყო. მთავარია, რამდენად შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში გუნდს დაეხმაროს ორი წელი გაუცდა, ფორმაში ახლა შედის და ყოველდღიურად უფრო მეტი უნდა იმუშავოს, რომ სასურველი ფორმა დაიბრუნოს. ის ძალიან ნიჭერია, მაგრამ ბევრი შრომა და გუნდური სულისკვეთების დამატება სჭირდება. მას შეუძლია დაიბრუნოს ფორმა და კიდევ უფრო განვითარდეს. მას ნაკრებში კიდევ ბევრი შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას ხვალ გამართავს. ქართველი ფეხბურთელები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.








