ფინანსური დავალიანების დაფარვასთან ერთად, ქუთაისის „ტორპედო“ 13 ფეხბურთელს შეელია. ინფორმაციას კლუბის Facebook-გვერდი ავრცელებს.
„კლუბი 13 ფეხბურთელს, დემეტრე ბულისკერიას, ლაშა კასრაძეს, ვანია მარკოვიჩს, ზაზა ციცქიშვილს, ივან ბობკოს, ვიტალი პონომარს, გიორგი ჯანელიძეს, გიორგი ივანიშვილს, ბექა ტუღუშს, თორნიკე გრიგალაშვილს, გურამ ადამაძეს, ანდრო გიორგაძეს, ოთარ კობახიძეს დაემშვიდობა. მათ გუნდთან არსებული ხელშეკრულება ამოეწურათ.
,,ტორპედო“ ქუთაისი ფეხბურთელებს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალ, პროფესიულ საქმიანობაში.
კლუბი ახალ ფეხბურთელებთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, აქედან გამომდინარე სულ მალე ახალწვეულებს წარვადგენთ.“ – ნათქვამია „ტორპედოს“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქუთაისურმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა რომ „ტორპედო“ ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება.





