ქართლის სტადიონზე წყლატუბოს “სამგურალი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში გორს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა.
მატჩის მე-19 წუთზე გიორგი ბუხაიძემ წყალტუბოელები დააწინაურა, მატჩის 68-ე წუთზე ნოდარ ბარამიძემ წონასწორობა აღადგინა.
ძირითად დროში გუნდებმა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და დამატებითი ტაიმები დანიშნა. მატჩის 95-ე წუთზე ბექა მუმლაძემ წითელი ბარათი მიიღო და გორული გუნდი 10 კაცით დარჩა, შეხვედრის 101-ე წუთზე კი ილია ახვლედიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
სოსო ფრუიძის გუნდის მეტოქე ნახევარფინალში თბილისის ქობულეთის “შუქურა” იქნება.








