20 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გასამართ შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მთავარი მსაჯი ჰუსეინ გოჩეკი იქნება, ასისტენტები (ე.წ. ლაინსმენები) ჯ. ელბილი და ე. თუღრალი იქნებიან, მეოთხე მსაჯი კი ქართველი არბიტრი, ალეკო აფციაური იქნება.
ცნობისთვის, ჰუსეინ გოჩეკი 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელშიც „ბარსელონა“ და ტურინის „იუვენტუსი ხვდებოდნენ, შეხვედრის მთავარი რეფერის, ჯუნეიტ ჩაქირის ასისტენტი იყო.
რაც შეეხება შეხვედრას, „დინამოების“ დერბი 20 ოქტომბერს 18:30 საათზე „ბათუმი არენაზე“ გაიმართება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩს სტადიონის ტევადობის 33% დაესწრება, რაც დაახლოებით 6600 გულშემატკივარს შეადგენს.








