2 ოქტომბერს საქართველოში თბილისის მერის არჩევნები ტარდება.
„ქართული ოცნების“ კანდიდატს და მოქმედ მერს, კახა კალაძეს ყოფილმა თანაგუნდელებმა და მეგობრებმა მხარდასაჭერი ვიდეორგოლი ჩაუწერეს.
ვიდეოები ისეთმა ფეხბურთელებმა ჩაწერეს, როგორებიც არიან პაოლო მალდინი, ანდრეა პირლო, ფილიპო ინძაგი, ჯორჯო კიელინი და სხვები.




