ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-9 ტურში გიორგი მიქაუტაძის “სერენი’ “გენკს”შეხვდა 0:3 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა 90 წუთი ითამაშა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა, რადგან მისი გუნდი სუსტად გამოიყურებოდა.
მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ სერენს გამოცდილების ნაკლებობა აქვს.
“ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და მათ სრულიად დამსახურებულად მოიგეს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ პირველი გოლი გავუშვით და ცოტა ხანში გენკმა მეორეც გაგვიტანა, რამაც გაგვტეხა. ჩვენს გუნდში კონცენტრაციის და გამოცდილების ნაკლებობაა. საჭიროა, რომ სწავლა გავაგრძელოთ. შეგვეძლო გოლის გატანა და თამაშში დაბრუნება, მაგრამ ისინი ბევრად უკეთესები იყვნენ. გენკის ფეხბურთელები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, სწრაფად თამაშობენ და ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. სამი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ქულა ვერ მოვიპოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარდსა და ანტვერპენთან ამას ვიმსახურებდით. ზულტე ვარეგემთან შედეგი თამაში უნდა მოვიგოთ”, – თქვა მიქაუტაძემ.
“სერენი” ჟუპილერ ლიგაში 9 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 ოქტომბერს, შინ ზულტე “ვარეგემთან” გამართავს.





