კატალონიის “ბარსელონამ” 17 წლის თურქი ფეხბურთელი ემრე დემირი დაიმატა. თავდაპირველად ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბარსა B”-ში იაპარეზებს.
კატალონიური გუნდი ყოველი ტრანსფერის შემდედ ახალი შენაძენების შესახებ საინტერესო 10 ფაქტს აქვეყნებს.
სასიამოვნოა, რომ მესამე ფაქტი საქართველოს ნაკრების ბომბარდირს შოთა არველაძეს უკავშირდება:
“ის იუთუბის ვიდეოში შოთა არველაძემ აღმოაჩინა, “ქაიზერისფორის” ყოფილმა მწვრთნელმა. ცნობილ ქართველ თავდამსხმელს “ქაიზერისფორში”, “აიაქსში”, “რეინჯერსსა” და “ლევანტეში” უთამაშია”

ქართველი გულშემატკივარისთვის მსგავსი ფაქტების ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა.
ემრე დემირი სწორედ “ქაიზეისპორის” აღზრდილია, რომელსაც 2010-2012 წლებში შოთა არველაძე წვრთნიდა.








