მადრიდის „რეალთან“ მარცხის (1:2) შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა გავლილი შეხვედრა შეაფასა.
„ძალიან სამწუხაროა ყველაფერი ასე რომ დასრულდა. საწყის წუთებში კარლოს სოლერს და კორიას პრობლემები შეექმნათ და იძულებითი ცვლილებები განვახორციელეთ, ამის მიუხედავად, გუნდმა თამაშში წარმოუდგენელი ძალისხმევა ჩადო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თამაში ვითამაშეთ. გუნდი 75 წუთის განმავლობაში სრულყოფილი იყო – ვაკონტროლებდით თამაშს, ვთამაშობდით უმაღლეს პრესინგს და დავწინაურდით. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა დასკვნით 15 წუთში ყველაფერი ჩაგვივარდა.
რეალმა შეტევები გააძლიერა და მათი ძალისხმევა სათანადოდ ვერ შევაფასეთ, რამაც საბოლოოდ უარყოფითი შედეგი გამოიღო. ისინი მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ შეხვედრის მოგებას. ბოლო წუთებში იყო ცოტა უყურადღებობა და უიღბლობაც, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა, „რეალის“ დონის კლუბთან ასე არ შეიძლება. მაგრამ არ უნდა გავტყდეთ, შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და უფრო ძლიერები დავბრუნდეთ“, – განაცხადა ბორდალასმა.
5 ტურის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში 3 მოგება, 1 მარცხი და 1 ფრე აქვს. ვალენსია სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 22 სექტემბერს, სტუმრად „სევილიას“ წინააღმდეგ გამართავს.
VIDEO | მამარდაშვილის დასანანი შეცდომა – ვალენსია რეალთან დამარცხდა








