საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში “სერენი” “ანტვერპენს” ესტუმრა და ანგარიშით 2:1 დამარცხა.
მეორე ტაიმის სტარტზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, თანაგუნდელს იდეალურად გაეხსნა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. მატჩის 75-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა 20 წლის ქართველი მოედნიდან გაიყვანა, იმ დროისთვის გუნდი მიქაუტაძის გოლით 0:1- იგებდა. საბოლოოდ “სერენმა” ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და 2:1 დამარცხდა.
გიორგიმ ამ გოლით ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. წლევანდელ სეზონში ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკა “სერენში” ჩინებულად გამოიყურება, 3 ჩატარებულ მატჩში 20 წლოს ფეხბურთელს 4 გატანილი გოლი აქვს.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ბელგიურ კლუბში “მეციდან” იჯარის წესით გადავიდა, სეზონის ბოლოს “სერენს” ფეხბურთელის 5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.





