სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” შეუერთდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. “ღამურებმა” გიორგი საპატიო დერეფანში გაატარეს და ასე მიულოცეს ეროვნულ ნაკრებებში დებიუტი.
12 სექტემბერს ლა ლიგის მე-4 ტურში ვალენსია პამპლონაში ოსასუნას ესტუმრება. ესპანური მედია მიიჩნევს, რომ სასტარტოში ისევ გიორგი მამარდაშვილი იდგება, რომელმაც სამ თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.





