36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსი” დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდა. ფეხბურთელი “ბიანკონერის” გამოემშვიდობა:
“დღეს ამ საოცარი კლუბიდან მივდივარ, უდიდესი იტალიაში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უდიდესი ევროპაშიც. იუვენტუსისთვის ყველაფერი გავიღე და ყოველთვის მიყვარდა ქალაქი ტურინი. ბიანკონერი ყოველთვის პატივს მცემდა და ვცდილობდი, რომ ამ პატივისცემისთვის მადლობა გადამეხადა, ეს იქნებოდა თითოეული მატჩი, სეზონი თუ ტურნირი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველას შეგვიძლია უკან მოვიხედოთ და გავაცნობიეროთ, რომ დიდ წარმატებას მივაღწიეთ, არა ყველაფერს, რაც გვინდოდა, მაგრამ… ჩვენ ერთად საკმაოდ ლამაზი ისტორია დავწერეთ.
“Juve, storia di un grande amore
Bianco che abbraccia il nero
Coro che si alza davvero
Juve per sempre sara…”
მე ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები. თქვენ ახლა ჩემი ისტორიის ნაწილი ხართ, რადგან ვგრძნობ, რომ თქვენი ნაწილი ვარ. იტალია, ტურინი, ბიანკონერი – თქვენ ყოველთის ჩემს გულში იქნებით.” – განაცხადა რონალდუმ








