გერმანიის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ინფორმაციას გერმანული კლუბი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
გამოცდილი ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბს 2015 წელს “ლაიფციგიდან” შეუერთდა.
26 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა კლუბთან ერთად 1 ჩემპიონთა ლიგა, 6 ბუნდელსლიგა, 3 გერმანიის თასი, 4 გერმანიის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 უეფას სუპერ თასი მოიგო.
იოზუა კიმიხმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“კონტრაქტის გახანგრძლივების მთავარი მიზეზი ის არის, რომ აქ ბაიერნში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ჩემს საქმეს ყოველდღე სიხარულით ვაკეთებ. ეს არის გუნდი, რომელშიც ყველა მიზნის მიღწევა შემიძლია. ამავდრულად, ბევრი თანაგუნდელი ჩემი ნამდვილი მეგობარი გახდა. ფეხბურთის თამაშიც სწორედ ამ ყველაფრის გამო დავიწყე. იმის გამო, რომ სიამოვნება მივიღო. არ ვფიქრობ, რომ უკვე კარიერის პიკში ვარ, განვითარება კიდევ შემიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ერთად კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ. ამასთან, მიუნხენში თავს ჩემი ოჯახიც ძალიან კარგად გრძნობს – ეს ქალაქი ჩემთვის მშობლიური გახდა. მოკლედ, სხვაგან ძნელია იმ ყველაფრის პოვნა, რაც აქ მაქვს” – განაცხადა კიმიხმა
#JK2025 👉🏽😲🤹🏽♂️ pic.twitter.com/qzd9QFNwNE
— FC Bayern München (@FCBayern) August 23, 2021





