გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის 26 წლის ნახევარმცველს იოზუა კიმიხისთვის 2021 წელი დასრულებულია. ინფორმაციას გერმანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გავრცელებული ინფრომაციით კიმიხს კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ფილტვების პრობლემა შეექმნა და წლევანდელ წელს ის თამაშს ვეღარ მოახერხებს.
ცნობისთვის, 26 წლის ნახევარმცველი გერმანულ კლუბს 19 ნოემბრის შემდეგ ვერ ეხმარება.
იოზუა კიმიხმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
ℹ️ Der #FCBayern wird seine noch ausstehenden Spiele bis zum Jahresende ohne Joshua #Kimmich absolvieren.
— FC Bayern München (@FCBayern) December 9, 2021





