თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი, რომან ფიფია კლუბში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
„ვმუშაობთ სწორ მოედელზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს დინამო თბილისის სტრუქტურა. ვფიქრობ, ახლა ყველაზე უფრო სწორი დროა მოხდეს კლუბის სტრუქტურული და ორგანიზაციული ფორმირება. ეს დინამოს საშუალებას მისცემს, თანამედროვე, ფინანსურად ძლიერ და შედეგზე ორიენტირებულ კლუბად ჩამოყალიბდეს“, – ამბობს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია.
შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ კლუბში სტრუქტურილი ცვლილებების განხორციელების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.





