ტოკიოს ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნებულ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის მერი, კახა კალაძეც დახვდა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს მოპოვებული წარმატება პირადად მიულოცა.
„ძალიან დიდი სიხარულია, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ და მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც გაუხარდა მათი წარმატება და გამარჯვება. ემოციებით სავსე ვარ, უამრავი ადამიანია მოსული აეროპორტში და ხვდებიან ჩვენს ოლიმპიელებს. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აქ არის ან შინიდან გულშემატკივრობს ჩვენს ოლიმპიელებს. ვისაც გაუხარდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ჯილდოები. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება გამარჯვებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიო 2020-ზე 4 მედალი მოიპოვეს – 1 ოქრო და 3 ვერცხლი. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.








