ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ მეოთხე მედალი მოიპოვა.
ძიუდოს ტურნირის დასკვნით დღეს, 100+ კგ წონით კატეგორიის ფინალში გურამ თუშიშვილი ჩეხი ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში რუს ტამერლან ბაშაევს მოუგო, უფრო ადრე კი გათამაშებას ბრაზილიელი რაფაელ სილვა და ტაჯიკი რახიმოვი გამოთიშა.
ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია – 1 ოქრო და 3 ვერცხლი – ოთხივე ძიუდოისტების ანგარიშზე. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ვიდეო მალე დაემატება





