სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს სახალისო დიალოგი ჰქონდათ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას პოსტს მოჰყვა.
ხვიჩამ ინგლისურ ენაზე Instagram-ში დაწერა, რომ საკუთარი მიზნები მაღალ დონეზე უნდა დავაყენოთ, რაზეც თორნიკე ოქრიაშვილმა ასევე ინგლისურად დააკომენტარა და ხვიჩას ჰკითხა ამ ენაზე საუბარი თუ შეეძლო, ვილი სანიოლის პასუხი კი კიდევ უფრო სახალისო იყო – “უკეთესად, ვიდრე შენ” – წერდა ფრანგი სპეციალისტი, რასაც არაერთი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.









