ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიწყო. ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია ტოკიოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
ტურნირზე მონაწილეობას 11 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს და ისინი ძალებს 33 სპორტის სახეობაში მოსინჯავენ.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი დელეგაცია შეჯიბრზე 34 სპორტსმენით, 11 სპორტის სახეობაში წარსდგება. ოლიმპიადის გახსნით ცერემონიაზე ქართული დელეგაციის მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ, რომლებმაც ღონისძიების დასრულების შემდეგ მცირე კომენტარებიც გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ 32-ე ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.





