ტოკიო 2020-ის გახსნით ცერემონიაზე, უკრაინის დელეგაციის გამოსვლის დროს რუსულმა ტელეარხმა ტრანსლაცია გაწყვიტა და უკრაინელების გამოსვლის ეპიზოდი არ აჩვენა.
ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიება რუსეთის პირველ არხზე გადიოდა და ქვეყნების აღლუმის დროს არცერთ ტელევიზიას რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა, თუმცა რუსებმა აღნიშნული რეგლამენტი დაარღვიეს, რის გამოც მათ შესაბამისი ჯარიმაც ელით.
საპასუხოდ, „პირველი არხის“ დირექტორმა განმარტება გაავრცელა და განაცხადა, რომ ორსაათიანი აღლუმის დროს ტელევიზიას კომერციული ვალდებულებები ჰქონდა, რის გამოც ჩვენების შეწყვეტა რამდენიმე წამით მოუწიათ, თუმცა ეს პაუზა მაინცდამაინც უკრაინელების გამოსვლას დაემთხვა.





