დღეს “ვალენსიაში” საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა.
“ღამურებმა” ბერძნული “ატრომატოსი” 3:0 დაამარცხეს, გიორგი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, მთელი მეორე ტაიმი ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანეთში ჩასვლამდე ვალენსიას მეორე გუნდის წევრად მოიაზრებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და მომავალ წელს “ღამურების” მთავარი გუნდის მესამე მეკარე იქნება.
შეგახსნებთ, რომ 21 წლის მეკარე “ვალენსიაში” თბილისის “დინამოდან” იჯარის წესით გადავიდა. ესპანურ გუნდს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
ცნობისთვის, მამარდაშვილის გუნდი მომდევნო ამხანგურ მატჩს 24 ივლისს “კართაგენას” წინააღმდეგ გამართავს.





