საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ კარიერა შესაძლოა, ინგლისურ სანდერლენდში გააგრძელოს, იუწყება ესპანური გამოცემა sportcartagena.
გასულ სეზონში აბუჯრანია ესპანეთის სეგუნდაში მოთამაშე რეალ ოვიედოში და კართაგენაში ასპარეზობდა, რომელმაც გათმაშება მე-16 ადგილზე დაასრულა. ოვიედოში ქართველმა მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა, კართაგენაში კი 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.
აბურჯანიამ გოლი ბოლო სანაკრებო პაუზის დროსაც გაიტანა და თავი რუმინეთთან მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა. მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშრებით ინფორმაციას ასევე ესპანელი ჟურნალისტი, ანხელ გარსია და ინგლისური მედიაც ავრცელებს.
ტრადიციული კლუბი, რომელიც თითქმის ყოველთვის ინგლისური ფეხბურთის ელიტაში ასპარეზობდა და ინგლისის ექვსგზის ჩემპიონია, პრემიერ ლიგიდან 2016/17 სეზონის ბოლოს გავარდა, რასაც მომდევნო სეზონში ჩემპიონშიფიდან დაქვეითებაც მოჰყვა და მას შემდეგ სანდერლენდი ინგლისური ფეხბურთის რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს.





