გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის შემდეგ “აპოელს” ბუბა დაუშვილიც შეუერთდა. კვიპროსული გუნდი ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს.
როგორც ცნობილია დაუშვილმა 2 წლიან კონტრაქტი გააფორმა გუნდთან.
32 წლის ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიას გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა. ამ დროის მანძილზე ბუბამ “ანორთოსისის” რიგებში 52-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.





