27 წლის თურქი ნახევარმცველი, ჰაკან ჩალხანოღლუ მილანის „ინტერის“ ფეხბურთელია. იტალიური გუნდის ვებ-გვერდმა, რამოდენიმე საათის წინ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ცნობისთვის, თურქი ნახევარმცველი გასულ სეზონში „მილანის“ ღირსებას იცავდა, სადაც 43 ჩატარებულ მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ჩალხანოღლუ „ინტერის“ ისტორიაში მე-6 თურქი ფეხბურთელი იქნება. აქამდე ამ კლუბის მაისურით უმით დავალას, კანერ ერკინს, ჰაკან შუკურს, ემრე ბელოზოღლუს და ოკან ბურუკს უთამაშიათ.








