მომავალი სეზონიდან ბათუმის „დინამოს“ თამაშებზე დასაწრებად გულშემატკივრებისთვის სპეციალური აბონიმენტი გაიყიდება. ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა პირველ არხთან დაადასტურა.
„ბათუმში ახალი სტადიონის აშენების შემდეგ გვეგონა, რომ მაყურებელს დაიტევდა, მაგრამ კოვიდრეგულაციების გამო ტრიბუნები სრულად ვერ იტვირთება. მხოლოდ 7000 ბილეთი იყიდება და ისიც ერთ საათში საღდება. მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლიდან ბათუმის „დინამოს“ საშინაო მატჩებზე დასასწრები აბონემენტები გავყიდოთ“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.
საგულისხმოა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აღნიშნული პრეცენდენტი პირველი იქნება. 80-იან წლებში ამ მეთოდს თბილისის „დინამოს“ თამაშებზე იყენებდნენ, თუმცა მოგვიანებით, როდესაც დამოუკიდებელი ჩემპიონატი დაიწყო, გულშემატკივრების ინტერესმაც იკლო და სტადიონებზე მაყურებლის რაოდენობამ დაიკლო.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გულშემატკივრების დასწრების მხრივ რეკორდი ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ თამაშზე დამყარდა, სადაც შეხვედრას 10 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.





