ცოტა ხნის წინ, კვიპროსული „აპოელის“ ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს.
27 წლის ფეხბურთელმა „აპოელთან“ კონტრაქტი 2024 წლის მაისამდე გააფორმა.
ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ საკუთარ ინსტაგამის გვერდზე „ანორთოსის“ გულშემატკივრებისთვის სპეციალური განცხადება გაავრცელა და თავისი გადაწყვეტილების მიმეზები განმარტა.
„დღეიდან ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე და ვიცი, რომ ანორთოსის გულშემატკივრები ვერ გამიგებენ, მე კი აბსოლუტურად მესმის მათი. „ანორთოსისმა“ „გენტიდან“ ჩემი გამოსყიდვა ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ დავტოვე კლუბი. ტიტული ჩვენ ერთად მოვიგეთ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გულშემატკივრების ემოციები არასოდეს დამავიწყდება. მადლობა კლუბს, გულშემატკივრებს და პერსონალურად თემურ ქეცბაიას. ანორთოსის გულშემატკივრად დავრჩები და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ“, – წერს ქვილითაია.
View this post on Instagram
„აპოელში“ გადასვლამდე გიორგი „გენტის“ საკუთრება იყო, თუმცა ბოლო სეზონში იჯარის წესით ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ ქეცბაია იყო.
2020/21 წლის სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 32 შეხვედრა ითამაშა და 15 გოლი გაიტანა.





