პარიზში, მისი უდიდებულესობა როლან გაროსის გათამაშება დაიწყო, სადაც უკვე პირველი სენსაციაც დაფიქსირდა. საფრანგეთის ღია პირველობას დომინიკ ტიმი გამოეთიშა.
შეგახსენებთ, ავსტრიელი ჩოგბურთელი როლან გაროსის ორგზის ფინალისტია და სპეციალისტებიც შორს წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მოხდა პირიქით – დომინიკ ტიმმა, რომელიც გრუნტის საფარის ჩოგბურთელად ითვლება პირველ წრეში პაბლო ანდუხართან წააგო.
მატჩი მართლაც სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, რომელიც ნამდვილ თრილერში გადაიზარდა. ტიმის და ანდუხარის დაპირისპირება 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა და 5 სეტიანი ჯახი საბოლოოდ ავსტრიელის მარცხით – 6:4 7:5 3:6 4:6 4:6 დასრულდა.
დომინიკ ტიმი რეიტინგის მე-4 ნომერია, ხოლო პაბლო ანდუხარი მსოფლიოს 68-ე ჩოგანი.
ამრიგად, როლან გაროსის მეიჯორი მისი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის გარეშე დარჩა.





