ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსი მანჩესტერ სიტის (პირველი ტაიმი, ჯერჯერობით 0:0) უპირისპირდება.
მეკარე ედუარდ მენდი ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაშია. ამით ის პირველი აფრიკელი მეკარე გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია.
29 წლის მენდი სენეგალის ეროვნულ გუნდში თამაშობს და ჩელსიში მიმდინარე სეზონის მსვლელობისას ჩაირიცხა.
უკანასკნელი აფრიკელი მეკარე, რომელმაც ევროპის თასის ფინალში ითამაშა, ზიმბაბვეელი ბრიუს გრობბელარი იყო. მან ლივერპულის ღირსება 1985 წლის თასის ფინალში დაიცვა.





