საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი. ამის შესახებ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნაკრების შეკრებაზე ისაუბრა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„გადაწყვეტილი არაფერია. მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ ახლა ამის შესახებ არ შემიძლია რამე ვთქვა. ამჟამად საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის ვემზადებით, მე ამ მატჩებზე ვფიქრობ და ალბათ, ჩემი საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება“, – ამბობს ხვიჩა.
20 წლის ფეხბურთელმა არც დაინტერესებული კლუბების შესახებ ისაუბრა. ამის გარდა, კვარაცხელიამ თავის სათამაშო ფორმაზეც ილაპარაკა.
„ამაზე ლაპარაკის უფლებაც არ მაქვს და სწორიც არ იქნება. მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მოლაპარაკება იყო“.
ტრავმა კარგად მოვიშუშე, ნაკრებში მატჩებისთვის ვემზადები და ვნახოთ, მთავარი მწვრთნელი რას იტყვის. ვიქნები თუ არა ამ მატჩებში სათამაშოდ მზად, ვილი სანიოლი გადაწყვეტს“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.








