მანჩესტერ სიტის ფორვარდი სერხიო აგუერო თავისუფალი აგენტის სტატუსით ბარსელონაში გადასვლასთანაა ახლოს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა და 32 წლის არგენტინელმა აგენტმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ფეხბურთელი 1 ივლისიდან ბარსას ფეხბურთელი გახდება, ის კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
წყაროს თანახმად, აგუერომ ხელფასის საწყისი მოთხოვნები შეამცირა, რათა ოცნების ასრულება და მეგობართან ლიონელ მესის გვერდით თამაში შეძლოს.
მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გარიგება დაამტკიცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგუეროს ტრანსფერი მემფისის დეპაის გადაყვანის ვარიანტს არ გამორიცხავს.
ამ სეზონში აგუერომ პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.





