ბელგიური „სერენსი“ უმაღლეს ლიგაშია. ეს ამბავი ქართველი გულშემატკივარისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რადგან იქ ჩვენებური გიორგი მიქაუტაძე თამაშობს.
უფრო სწორად, უკვე „სერენსის“ ყოფილი ფეხბურთელია, რადგან ფრანგულ „მეცს“ დაუბრუნდა, თუმცა ამ უპრინციპულეს და უმნიშვნელოვანეს მატჩში თავის გუნდს დუბლით შეეწია.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ახალწვეულმა პირველ ტაიმში პენალტიდან გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი 3:1-ზე „სერენსის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
საბოლოო ჯამში გიორგი მიქაუტაძის გუნდმა „ბევერენი“ სტუმრად 5:2 დაამარცხა და როგორც უკვე ავღნიშნეთ უმაღლეს ლიგაში აღზევდა.





