მილანის ინტერის ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას, იტალიურ გუნდს არ დატოვებს.
ჟურნალისტ ნიკოლა სკირას თქმით, მანჩესტერ სიტიმ ბელგიელისადმი ინტერესი რამდენიმე კვირის წინ გამოავლინა, მაგრამ ინტერს თავდამსხმელის გაყიდვა არ სურს და თავად ფეხბურთელიც მილანში დარჩენას აპირებს.
ლუკაკუ მოლაპარაკებებს არც ყოფილ გუნდ ლონდონის ჩელსისთან მართავს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ამ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს 33 მატჩში 21 გოლი და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.





