მიუნხენში მიმდინარე ATP-ს 250-იანი კატეგორიის ტურნიზე, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს.
ქართველი, რომელიც გერმანულ ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთსილი, მსოფლიო რეიტინგის 95-ე ჩოგან, ნორბერტ გომბოს უპირისპირდება.
პირველ სეტში ბასილაშვილი 5:4 იგებდა, როდესაც მატჩი წვიმის გამო შეწყდა.
შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალურ ეტაპზე რეიტინგის 115-ე ჩოგანი, დანიელ ელაი გალან რივეროსი ორ სეტში 6:4; 6:2 დაამარცხა.





