თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგაში წინ მიიწევს. მოსკოველებმა მეოთხედფინალში თურქული „ფენერბაჰჩე“ მესამე მატჩშიც დაამარცხა და სერიაში 3:0 გაიმარჯვა.
ამრიგად, ცსკა ევროლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, მეტოქე კი მოგვიანებით გაირკვევა.
რაც შეეხება შეხვედრას, თოკოს გუნდმა მეტოქე 17 ქულის სხვაობით, 85:68 დაამარცხა. შენგელიამ მოედანზე 27 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 შედეგუიანი გადაცემა მოაგროვა.




