უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა რაიან გიგსმა, მის წინააღმდეგ ორი ქალზე თავდასხმის ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა.
გიგზმა აღნიშნა, რომ მან ბრალი სასამართლოში არ აღიარა.
„მე პატივს ვცემ გამოძიებას და მესმის ბრალდების სერიოზულობა. ველოდები ჩემი შებღალული სახელის გასუფთავებას.
მინდა ამ ზაფხულს რობერტ პეიჯს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები ვუსურვო”, – თქვა გიგსმა.
რაიანს ადანაშაულებენ ყოფილი შეყვარებულის, ქეით გრევილის სხეულის დაზიანება და კიდევ სხვა გოგონაზე თავდასხმას, რომელიც 2020 წლის ნოემბერში მოხდა.
ბრალდებების შემდეგ, უელსის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ გიგსი უელსის ეროვნულ გუნდს ევროს სათავეში აღარ იქნებოდა. ტურნირზე გუნდს რობერტ პეიჯი უხელმძღვანელებს.





