ლისაბონში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის გურამ თუშიშვილის ბრინჯაოს მედლით დასრულდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ქართველი მძიმეწონოსანი ნიდერლანდელ როი მეიერს შეხვდა და ორი ვაზარით დაამარცხა, რაც ავტომატურად სუფთა მოგებას ნიშნავს.
ამით, პორტუგალიის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა ძიუდოისტებმა საერთო ჯამში 5 სინჯის მედალი მოიპოვეს – 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ძიუდოისტებმა ყველაზე მეტი მედალი აიღეს და პირველი ადგილიც დაიკავეს.
ჩვენი მხრიდან ევროპის ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, რომელმაც ფინალში ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა. ამის შედეგად ბექა ვერცხლს დაეუფლა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ვარლამ ლიპარტელიანმა და ვაჟა მარგველაშვილმაც, გურამ თუშიშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.





