დორტმუნდის „ბორუსიას“ დიდ სენსაციას დაახლოებით ერთი საათი აშორებდა, მაგრამ ვერ გაძლო. გერმანული გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ 1:0 დაწინაურდა, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო.
დორტმუნდელებს რომ ზემოაღნიშნული ანგარიშით ემარჯვათ ნახევარფინალში თავად გავიდოდნენ, თუმცა მოგებას ვინ დაეძებს, საერთოდ 1:2 წააგეს.
მატჩის შემდეგ დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი ედინ ტეზიჩი იმედგაცრუებული ჩანდა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
„მსაჯებმა ბოლო პერიოდში ბევრჯერ გაგვწირეს, არადა მათ ხშირად ამზადებენ და სპეციალურ ვარჯიშებს უტარებენ. ბოლო 7 დღის მანძილზე, არბიტრების გადაწყვეტილებებში არ გაგვიმართლა. ხშირად ჩვენ საზიანოდ ცდებოდნენ.
წაგებას არ ვიმსახურებდით. მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდით, თუმცა მაინც წავაგეთ. ამაში კი თავისი წვლილი არბიტრმაც შეიტანა“





