ასეთებიც ხდება. საქართველოს ჩემპიონატში არც მეტი და არც ნაკლები, „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს.
კოლინს ტეინორი განელი ფეხბურთელია, რომელიც ერთ დროს თავისი ქვეყნის 17 წლამდე ასაკობრივი ნაკრების კაპიტანიც იყო.
23 წლის აფრიკელი ნახევარმცველი ქობულეთის „შუქურაში“ ითამაშებს. ტეინორმა ზღვისპირელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ეროვნული ლიგის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
კოლინს ტეინორი „მანჩესტერ სიტის“ კუთვნილება კი იყო, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდში არასოდეს უთამაშია. „ქალაქელები“ მას მუდამ ამა თუ იმ გუნდში ასხვისებდნენ.
საერთო ჯამში კოლინს ტეინორმა ბელგიის და დანიის გუნდები მოირა. კერძოდ მან „ნორდსიელანდის“, „ჰობროს“ და „ტისტედის“ მაისურები მოირგო, შემდეგ ბურთი მცირე ხნით ბელგიურ „ბეერსჰოტშიც“ აგორა, რომელთანაც იჯარის წესი დაუმთავრდა.
მანჩესტერულმა გრანდმაც კოლინს ტეინორი აღარ აწვალა და გათავისუფლების ფურცელი მისცა. განელი ფეხბურთელიც ქობულეთის „შუქურას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.








