საქართველოს ნაკრება და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ, გიორგი ლორიამ კვიპროსულ მედიასთან კორონავირუსით ინფიცირების პერიოდი გაიხსენა.
36 წლის ფეხბურთელი ასევე მიიჩნევს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის დასასრულებლად ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს სეზონისთვის მზადების დასაწყისში მოხდა. მეგონა კორონავირუსი არ შემეხებოდა და რომ ჩემზე ასეთ გავლენას მოახდენდა. რვა კილოგრამი დავიკელი, გავიტანჯე, საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ტემპერატურა 39-ის ქვემოთ არ ჩამოდიოდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არაფერია, ვეტყვი, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ამის შემდეგ დავასრულებთ პანდემიას. ორი კვირა გამიცდა. გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი მატჩი „რაპიდთან“ ევროპის ლიგის კვალიფიკაციაზე. ძალიან რთული იყო. ფორმში არ ვიყავი“, – ამბობს ლორია.








