ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ოთხი მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია. პორტუგალიურ „პორტუს“ და გერმანულ „დორტმუნდს“, რომლებმაც თავისმხრივ ტურინირ „იუვენტუსი“ და ესპანური „სევილია“ დაამარცხეს, ფრანგული „პსჟ“ და „ლივერპული“ შეუერთდნენ.
განმეორებითი მატჩების წინ პრაქტიკულად უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. ფრანგულ გრანდს, „ბარსელონა“ სტუმრად 4:1 ჰყავდა დამარცხებული და ალბათ სასწაულზე მეტი უნდა მომხდარიყო, შინ ასეთი უპირატესობა ხელიდან გაეშვა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კატალონიურმა გრანდმა არაერთი მომენტი გაანიავა და ლეო მესის პენალტიც კი გააფუჭა, თუმცა მანამდე არგენტინელმა ვარსკვლავმა ულამაზესი გოლის გატანა და შეძლო. პარიზული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა და ფრანგთაგან გოლი კილიან მბაპემ შეაგდო.
სწორედ ამ გოლით გადაწერა ისტორია ფრანგმა ვუნდერკინდმა. კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 25 გოლის გატანა შეძლო. მბაპემ ამის გაკეთება 22 წლის და 80 დღის ასაკში მოახერხა და ამ მაჩვენებლით მესის გადაუსწრო. არგენტინელი ფორვარდი კი იმ დროს 22 წლის და 80 დღის იყო.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ მხრივ მესამე ადგილზე რაულ გონსალეს ბლანკოა (23 წელი), მეოთხეზე ქარიმ ბენზემა (24 წელი), მეხუთეზე კი ტიერი ანრი, რომელიც 25 წლის იყო.








