ლეგენდარული შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანთან კონტრაქტის გაფორმებასთანაა ახლოს.
39 წლის შვედი ახალი კონტრაქტის დადებას 2022 წლის ივნისამდე აპირებს, შეთანხმება მიღწეულია, ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება.
მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ დღეს განაცხადა, რომ კლუბი და ზლატანი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან: „რამდენიმე მცირე დეტალი დარჩა, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია.”
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ოქტომბერში 40 წელი შეუსრულდება, თუმცა „შავ-წითლების“ უდავო ლიდერად ითვლება და გუნდს მისი დატოვება ძალიან უნდა.





