ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ლიონელ მესი მიმდინარე სეზონსაც ბარსელონაში გაატარებდა. უფრო მეტიც – მას ქომაგებიც ცრემლნარევი თვალებით ემშვიდოდებოდნენ. თავად არგენტინელ ფორვარდსაც კატალონიურ გრანდში დასარჩენად გული აღარ მიუწევდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დარჩენა გადაწყვიტა.
გაისად კი მესი თავისუფალი აგენტი ხდება. მას „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით აღარც გააგრძელებს. პესიმისტურად არის განწყობილი „ბლაუგრანას“ პრეზიდენტონის მთავარი კანდიდატი აგუსტი ბენედიტოც:
„მესის შენარჩუნება იდეალური ახალი ამბავი იქნებოდა გუნდისთვის, მაგრამ სიმართლზე გითხრათ დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. კლუბში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ ის დარჩენას გადაწყვეტს უნდა გაითვალისწინოს, რომ მომდევნო 2 წელი ადვილი არ იქნება.
მესი უკვე 20 წელია ბარსელონაშია. ის გუნდის სული და გულია. რა თქმა უნდა, მისთვის ეს გუნდი სულერთი არ არის. ვფიქრობ, ის გუნდიდან ამ ზაფხულს წავა“ – ამბობს აგუსტი ბენედიტო.





