საქართველოს ძალოსანთა ნაკრები საქმეში ჩაერთო. გოგა ჩხეიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა.
ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც B ჯგუფში გამოდიოდა ატაცში 133, აკვრაში კი 169 კილოგრამის აწევა მოახერხა. ორჭიდის ჯამში გოგამ 302 კგ დააფიქსირა და B ჯგუფის გამარჯვებულიც გახდა.
67 კგ წონითი კატეგორიის საბოლოო შედეგები A ჯგუფზეა დამოკიდებული, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ქართველი ძალოსანისთვის მედლის მოპოვების შანსი მინიმალურია.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი გოგა მიშველიძე (61 კგ) იასპარეზებს.





