ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გასამართ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.
ქართველი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში ამ შემადგენლობით გამოვლენ.:
- 55 კგ – ნუგზარ წურწუმია
- 60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი
- 63 კგ – ლერი აბულაძე
- 67 კგ – რამაზ ზოიძე
- 72 კგ – შმაგი ბოლქვაძე
- 77 კგ – გელა ბოლქვაძე
- 82 კგ – აივენგო რიკაძე
- 87 კგ – ლაშა გობაძე
- 97 კგ – გიორგი მელია
- 130 კგ – იაკობ ქაჯაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გეგეშიძე
მწვრთნელები: ბექა როყვა, შალვა გადაბაძე, შმაგი სალთხუციშვილი.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის. ნორვეგიაში კი 5 ოქტომბერს გაემგზავრება!








