საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ გადაცემაში რევაზ არველაძემ კოსოვოსთან და ესპანეთთან საქართველოს ნაკრების განვლილი მატჩები შეაფასა.
ესპანეთთან მატჩზე:
” ზოგადად თამაში ერთიანობაში ფასდება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში გუნდი უკეთ გამოიყურებოდა. მაგრამ ეს ბუნებრივია, როდესაც მეტოქე 3:0-ს იგებს და მის კარში ერთხელაც არ დაგვირტყამს. ესპანეთთან პირველად არ ვითამაშეთ, მაგრამ ასე ცუდად არასოდეს გვითამაშია. საერთოდ, დიდ ნაკრებებთან ასე ცუდად საერთოდ ძალიან იშვიათად გვითამაშია. გაიხსენეთ საფრანგეთთან და იტალიასთან თამაშები”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე ესპანეთთან:
“მე არ ვიცი, ეს შემადგენლობა ექსპერიმენტული იყო თუ არა. იქნებ, ეს რაღაცის დასაწყისი იყო? მე ურთიერთობა არ მაქვს და არ ვიცი, ამ გადაწყვეტილების უკან რა დგას. სამივე თამაშიც რომ მოვიგოთ, მესამე ადგილისთვის ბრძოლა მაინც გაგვიჭირდება”.
კოსოვოსთან მატჩზე:
“კოსოვო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ უფრო გამართული და დალაგებული და მიზანდასახული გუნდი ჩანდა, რომელმაც იცოდა, მოედანზე რისთვის იყო გამოსული”.
ვილი სანიოლზე:
“სანიოლს ახლა ყველა ფეხბურთელი აინტერესებს. თუმცა, არიან ევროპაში მოთამაშე ქართველები, რომლებსაც უფრო თამამად გამოიყენებ ნახევარი საათი ან ორი ტაიმი. რაც უნდა სამწუხარო იყოს, მათ და სხვებს შორის კლასში განსხვავებაცაა”.