კატალონიის “ბარსელონას” ლეგედარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ რეკორდების მოხსნით გაგვანებივრა, მაგრამ ამ შემთხვევაში “ალბისელესტეს” კაპიტნის რეკორდი არა ფეხბურთს, არამედ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს ეხება.
არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის მიერ განთავსებული ინსტაგრამ პოსტი, სადაც 33 წლის ფეხბურთელს კოპა ამერიკის თასი უჭირავს, სპორტულ ჟარნში ამ სოციალურ ქსელში მოწონებების რაოდენობით სარეკორდო აღმოჩნდა. ფოტოს ამჟამად 20 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
აქამდე რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა, რომელსაც დიეგო მარადონას სიკვდილისადმი მიძღვნილ პოსტზე 19 850 946 მოწონება ჰქონდა.








