„ზურაბ ზვიადაურს სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება“, – ამის შესახებ ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი მომხარს განიცდის.
„41 წლისაა და ვინმესთვის რამე ევნოს, არ მახსოვს. მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს მეორე მხრიდან. ხდება ასეთი რაღაცეები, ყველას შეიძლება შეემთხვას. ვერ მოიქცეოდა ზვიადაური სხვაგვარად, ბუჩქებში გაქცეულიყი და დამალულიყო, ბიჭს ძმა მოუკლეს. 90 პროცენტი ეთანხმება ამას, რომ ასე მოიქცეოდა. მეც იგივენაირად მოვიქცეოდი. იქითა მხარეს არ ვიცნობ.
ასეთი რამე რომ შეგემთხვევა ძნელია. აფექტში იყო ზურა. დაღუპული ძმა მიიყვანა საავადმყოფოში, ტიროდა. იცოდა, რომ გარდაცვლილი იყი და ყვიროდა ფრთხილად გადაიყვანეთ ხელი არ მოტეხოთო. სასამართლოშიც ვთქვი და ვახსენე – ისეთი ბიჭია ზურა, არ გაიქცევა, არ მიიმალება – ისეთი გულიანია, ყველა მაგასთან მივდიოდით თუ რამე დაგვჭირდებოდა. ცოდოა ეს ბიჭი, ვიცი როგორიც არის. არ არის ეს ადამიანი ვინმესთვის საშიში. 41 წლის კაცია და ძაან ახლოს ვიცნობ, ცოდოა. თვითონ ძალიან განიცდის, ადამიანი მაგის ხელიდან მკვდარია და ამაზე ორჯერ მეტად ნერვიულობს”, – განაცხადა ავთნდილ ჭრიკიშვილმა.
შეგახსნენებთ, რომ 16 აგვისტოს, სოფელ წინანდალთან მომხდარ სისხლიან გარჩევას 3 ადამიანი ემსხვერპლა 2 კი დაიჭრა. გადრაცვლილთა შორის არის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. თავად სპორტსმენი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება მას მოწინააღმდეგე მხარედან ერთ-ერთი პირის პირის მკვლელობას ედავება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თელავის საქალაქო სასამართლომ ოლიმპიურ ჩემპიონს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ზვიადაურის უფლებადამცველები მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.





