ტოკიო 2020-ის მეექვსე საშეჯიბრო დღეს ძიუდის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა.
100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ეგვიპტელი დარვიში დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. 32 ძლის ძიუდოისტმა შეხვედრა ტაქტიკურად წარმართა და შიდოების ხარჯზე გაიამარჯვა.
მომდევნო ეტაპზე ვარლამი ახალგაზრდა კანადელ ელ ნაჰასს დაუპირისპირდება.








