ქართული ფეხბურთის იმედი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინთან” ერთად შეკრებაზე იმყოფება. ხვიჩა ამჟამად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ უდიდესი ალბათობით ის მალე დატოვებს კლუბს.
კვარაცხელიას შესახებ ყაზანშიც, საქართველოს მსგავსად, დიდი ვნებათაღელვაა. ქალაქის მერი ილსურ მეტშინი კვარაცხელიას რუსეთში დარჩენას ურჩვს, რადგან მისი აზრით ის აქ უფრო გაიზრდება.
“ცხადია, მისი წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. უბრალოდ, არ არსებობს კლუბი, რომელსაც დიდი ფეხბურთელები არ ტოვებდნენ. ვუსურვებ ევროპაშიც მაგრად ეთამაშოს, თუმცა, მის ადგილზე წასვლას არ ვიჩქარებდი”.-თქვა მერმა.





