თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სანკტ-პეტერბურგის ზენიტს მესამე მატჩი მოუგო (85:71) და VTB ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
CSKA makes the Finals ❤️💙 pic.twitter.com/uV4QG3Jbr6
— VTB League (@VTBUL) May 24, 2021
თოკო ძირითად ხუთეულში იყო და პარკეტზე 28:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცსკა ფინალში ყაზანის უნიქსს დაუპირისპირდება იქნება, „თათრებმა“ ყუბანის ლოკომოტივს საკმაოდ იოლად 3:0 მოუგო.
ფინალში მოედნის უპირატესობა უნიქსს ექნება, თუმცა სპეციალისტები ფავორიტად მაინც „არმიელები“ ითვლებიან.
28-30 მაისს, რუსულ გრანდი ევროლიგის „ოთხთა ფინალში“ 28 მაისს თურქულ ანადოლუ ეფესს დაუპირისპირდება.





