როგორც მოგეხსენებათ, დღეს ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. თბილისის დინამოსა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ექიმი-ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა.
ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ 11 წლის წინანდელი ვიდეო გააზიარა, სადაც ის უკრაინის ნაკრების კარში გატანილ გოლს სწორედ ანზორ გაბიტაშვილს უძღვნის.
„ამ გოლით, უკრაინის ნაკრებთან მატჩში ანგარიში გავათანაბრე. აღნიშვნის დროს საქართველოს ნაკრების მასაჟისტისკენ, ყველასთვის საყვარელ ანზორ გაბიტაშვილისკენ მივრბივარ, რომელმაც თამაშამდე მითხრა: ისეთ კარგ მასაჟს გაგიკეთებ გოლს შეაგდებო. შოვკოვსკის რომ გავუტანე, ეგრევე სიმონიჩის სიტყვები გამახსენდა და მასთან გავიქეცი, შენ გენაცვალე სიმონიჩ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო უფროსო მეგობარო”, – დაწერა შოთამ.





